IFFHS-მა ლუის დე ლა ფუენტე 2024 წელს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად აღიარა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგის სათავეში ესპანეთის თავკაცი ევრო 2024-ის მოგების გამო დაასახელა, რომელმაც კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.
სასიხარულოა,რომ ათეულშია ჩვენი გუნდის მწვრთნელიც: ვილი სანიოლმა მე-9 ადგილი დაიკავა.
ათეულში მოხვდნენ:

- ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – 274 ქულა.
- ლიონელ სკალონი (არგენტინა) – 148.
- დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 35.
4. გარეტ საუთგეიტი (ყოფილი ინგლისი) – 26.
5. ემერს ფაე (სპილოს ძვლის სანაპირო) – 18.
6. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – 17.
7. ნესტორ ლორენცო (კოლუმბია) – 14.
8. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – 8.
9. ვილი სანიოლი (საქართველო) – 6.
10. მარსელო ბიელსა (ურუგვაი) – 5.
GIPHY App Key not set. Please check settings