გიორგი წიტაიშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „გრანადაში“, რომელმაც „ხიხონს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ მატჩის ბოლოს, 86-ე წუთზე შეცვალეს.
გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ლამაზი დრიბლინგის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა. შეფასებები: Sofascore – 7.1, flashscore – 7.0.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“სერია B-ს 23-ე ტურში „პიზას“ ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ქართველი მცველის გუნდი მაინც დამარცხდა 0:1. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასება – 6.8.
ირანში, სუპერთასზე გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა 2:0 დაამარცხა „ტრაქტორი“. მასპინძელთა მეორე და გადამწყვეტი გოლი ქართველმა მცველმა გაიტანა. ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა თავით გადაგზავნა დაბალ კუთხეში.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ სტუმრად 0:1 დამარცხდა „რაპიდთან“. ქართველი ნახევარმცველი 69-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 7.0.

კვიპროსზე, ლაშა დვალის აპოელ-მა გიორგი ლორიას „არადიპუ“ გაანადგურა – 7:0. ორივე ჩვენიანმა სრულად ითამაშა. ქართველ მეკარეს 4 სეივიც ჰქონდა. ერთი შანსი დვალსაც მიეცა, მაგრამ მიზანს ააცილა.
მოკლედ, ჩვენს მეკარეებს კარგი უიქ-ენდი არ ჰქონიათ, მამარდამაც და ლორიამაც 7-7 გოლი გაუშვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings