ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა მის კარიერაში მეოთხეა, პეკინში თავის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ასპარეზობა 34-ე ადგილზე დაასრულა.
ნინომ პირველი დაშვებისას 1:04:49 წუთი დააფიქსირა და 41-ე იყო, მეორე დაშვებაზე კი, მისი შედეგი 1:05:38 იყო და ორი დაშვების საერთო მონაცემებით 34-ე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, წიკლაურისთვის საუკეთესო შედეგი 2018 წელს სამხრეთკორეულ პიონჩანში ნაჩვენები 39-ე ადგილი იყო, რომელიც მან სლალომში აჩვენა. ისიც ვთქვათ, რომ გასულ ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში ნინო 46-ე გახლდათ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings