საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისათვის მსოფლიოს გუნდურ ჩათვლაში გამოსვლა დასრულდა.
პირველივე წრეში ქართველების მეტოქე უძლიერესი საფრანგეთის ნაკრები იყო და საბოლოო ანგარიში 1:4 დაფიქსირდა.
ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი ტერაშვილმა, სოფიო სომხიშვილმა და ნინო გალდანმა თავიანთი ბრძოლები დათმეს, ხოლო ბექა ღვინიაშვილის მოპოვებულ გამარჯვებას ფასი აღარ ჰქონდა და ასე დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი.
საერთო ჯამში ქართულმა დელეგაციამ 4 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 3 ბრინჯაო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings