in ,

ცხელი ლონდონური დერბი და ყურადღება ოლდ ტრაფორდისკენ – 28-ე ტურის წინ

ინგლისში გუნდებს 10-10 თამაში დარჩათ სათამაშო (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) და ახლა უკვე ის დროა, რომ ყველამ ბოლო ძალები მოიკრიბოს იმის მისაღწევად, რაც გეგმაში აქვთ. ისეთი პირი უჩანს, რომ ოთხეულისთვის ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდება. აუტსაიდერებში ორი გუნდი გამოკვეთილია გასავარდნად, ის მესამე უიღბლო რომელი იქნება ამასაც დიდი ბრძოლები გადაწყვეტს. ამ „მესამე ადგილისთვისაც“ რამდენიმე გუნდი „იბრძვის“.

კაცი, რომელიც გვარდიოლას ჯობს – პრემიერლიგა ფაქტებში (27-ე ტური)

ამ ტურში ერთი ისეთი თამაშია, სხვა დროს მთელი ყურადღება მისკენ იქნებოდა მიმართული, მაგრამ ახლა ციდან ვარსკვლავებს არცერთი წყვეტს და თან ასეთ დერბის მთავარ პეწს მაყურებელი სძენს. ასე რომ, ცარიელი „არსენალი“-„ტოტენჰემი“ იმედია მოედანზეც არ იქნება სიცარიელით გამორჩეული, მით უმეტეს, რომ მოურინიოს „მამლებს“ ქულები უსიკვდილოდ სჭირდებათ, თუ სურთ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იბურთაონ.

ბუქმეკერები შანსებს თითქმის თანაბრად აფასებენ.

„არსენალის“ მოგება – 2.55; ფრე – 3.40; „ტოტენჰემის“ მოგება – 2.75.

[poll id=”10011″]

ისე, ახლა „ტოტენჰემი“ ფორმაშია. პრემიერლიგაში ბოლო 3 მატჩი მოიგო (საერთო ანგარიში 9:1), ხოლო „არსენალს“ ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში აჯობა.

სატურნირო ცხრილის მიხედვით მთავარი მატჩი ჩანს „მანჩესტერსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის. სულშერის „იუნაიტედმა“ წინა ტურში მაგარ რაღაცას მიაღწია, დაუმარცხებელი და რეკორდზე მიმავალი „სიტი“ შეაჩერა და პატივისცემაც დაიმსახურა და ხასიათზეც იქნება. „ვესტ ჰემი“ წელს ძალიან კარგია და რეალური შანსი აქვს ოთხეულში მოხვდეს. ამისათვის კი ჯოჯოხეთური კონკურენციის პირობებში, შედარებით სუსტ გუნდებთან ქულების არდაკარგვის გარდა, უშუალო და დიდ მოწინააღმდეგეებთანაც ქულების აღებაა საჭირო.

გასაკვირი არ არის, რომ ფავორიტად „იუნაიტედია“ მიჩნეული.

„მანჩესტერის“ მოგება 1.83-ად ფასდება, ხოლო „ვესტ ჰემის“ – 4.3. ფრეზე – 3.60 კოეფიციენტია.

„მანჩესტერს“, რომელმაც ივაჟკაცა და წინა ტურში „სიტი“ დაამარცხა, მანამდე 3 თამაში არ ჰქონდა მოგებული, „ვესტ ჰემმა“ კი პირიქით – ბოლო 4 შეხვედრაში 3 გამარჯვებას ერთი მარცხი სწორედ „სიტისთან“ გამოურია. მოკლედ, საინტერესო თამაში გველოდება და თქვენი აზრიც სინტერესოა –

[poll id=”10013″]

„ლივერპულს“ კი, რომელიც სულ უფრო ჩამორჩება ოთხეულის ზონას, თუ უნდა რომ ბრძოლაში დრჩეს, მეტი წაგების უფლება აღარ აქვს, არადა მეტოქე კერკეტი „ვულვერჰემპტონია“. ერთადერთი, რაც მერსისაიდელების წისქვილზე წყალს ასხამს ისაა, რომ „წითლები“ სტუმრად თამაშობენ. თორემ „ენფილდზე“ ხომ წაგება გარანტირებული ექნებოდათ. რას იზამ, აი ასეთ სარკაზმის დონემდეა დაცემული წინა სეზონის ტრიუმფატორი.
ყველაფრის მიუხედავად, ბუქმეკერებს მაინც „ლივერპული“ მიაჩნიათ ფავორიტად – 1.72, ხოლო მასპინძელთა მოგებაზე – 4.75 წერია. ფრე – 3.75. ისე პრემიერლიგის ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან ყველა „ლივერპულმა“ მოიგო.

ლიდერი „სიტი“ კი ალბათ დაუბრუნდება მოგებებს, „ფულჰემი“ არ ჩანს იმ გუნდად, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაამარცხებს ჯერ „ლივერპულს“ და მერე „სიტის“.
ბუქმეკერებიც ასე ფიქრობენ:“სიტი“ უდაო ფავორიტია – 1.3. ფრე – 5.0 და „ფულჰემის“ გამარჯვება – 10.0.

პრემიერლიგა – 28-ე ტური

პარასკევი, 12 მარტი
ნიუკასლი – ასტონ ვილა

შაბათი, 13 მარტი
ლიდსი – ჩელსი
კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი
ევერტონი – ბარნლი
ფულჰემი – სიტი

კვირა, 14 მარტი
საუთჰემპტონი – ბრაიტონი
ლესტერი – შეფილდი
არსენალი – ტოტენჰემი
მანჩესტერი – ვესტ ჰემი

ორშაბათი, 15 მარტი
ვულვერჰემპტონი – ლივერპული

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩრდილოეთი და სამხრეთი, ლიდერები და აუტსაიდერები – 27-ე ტურის წინ

როდესაც შენი შვილი მთელ ქვეყანას ახარებს, მშობლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა: ნოდარ ბასილაშვილი