in ,

ცხელი იანვრის მოლოდინში: “პსვ”-ს დირექტორმა გაკპოს გაყიდვა არ გამორიცხა

ფაქტი, რომ “პსვ”-მ კოდი გაკპო საფხულში შეინარჩუნა შესანიშნავი ამბავი იყო. ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, “რეინჯერსის” წინააღმდეგ გაკპომ აჩვენა თუ რატომ სურთ მისი შეძენა გამალებით.

ამის შემდეგ იყო მუნდიალი და ჯგუფის სამივე მატჩში გატანილი გოლი. 23 წლის ნიდერლანდელმა მადა გააღვიძა.

“ჩვენ რეალისტები ვართ. ასეთი პერფორმანსების შემდეგ მისი შენარჩუნება რთული იქნება. ევროპაში დაახლოებით 12 კლუბია, რომელსაც მისი გადაბირების მზაობა აქვს, ჰოდა, თუკი ისინი კარგი წინადადებით მოვლენ რატომაც არა?” – თქვა “პსვ”-ს საფეხბურთო დირექტორმა, მარსელ ბრანდსმა.

კოდის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალზე ინტერესდება. ერიკ ტენ ჰაგის ფაქტორი ცალკე ამბავია. მოკლედ, კოდი მორიგი 100+ მილიონიანი ფეხბურთელია და ვნახოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხორხე ვალდანო: არ გიყვარს მესი? არ გიყვარს ფეხბურთი…

ინდიანა გოგას გარეშე დამარცხდა