in

ცვლილება შემადგენლობაში:შავდათუაშვილი ბაქოს გრან სლემზე არ იქნება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ბაქოს გრანდ სლემზე უნდა იასპარეზოს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. თუკი კიდევ არაფერი შეიცვალა, აზერბაიჯანში გუნდი 3 წამყვანი ძიუდოისტის გარეშე ჩავა, ქალთა ტურნირში კი წარმომადგენელი საერთოდ არ გვეყოლება.

განაცხადში აღარ ფიგურირებენ საქართველოს ნაკრების ლიდერები ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.). ასევე ვეღარ ვხედავთ შემადგენლობაში ქალთა ეროვნული გუნდის წევრებს – მარიამ ჯანაშვილსა და მზია ბებოშვილს (ორივე – 52 კგ.). სამაგიეროდ, ბაქოს ტატამიზე გავლენ ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) და ჯუმბერ მელაძე (73 კგ.). შედეგად, საქართველოს ნაკრების განაცხადი 10 ძიუდოისტამდე დავიდა და ასე გამოიყურება:

ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე – 66 კგ.), ჯუმბერ მელაძე (73 კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემი 5-7 ნოემბერს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

5 ცვლილება შემადგენლობაში: შავი ლომის სამატჩო რაზმი მეორე თამაშისთვის

პაატა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია