in ,

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი: ქართველებით და გამორჩეული მატჩებით

6 ვაკანტური ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 12 გუნდი და 4 მაგიური საღამო. დღეს, ხვალ და იქით სამშაბათ/ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დავაკომპლექტებთ.

ქართული დელეგაცია:
„კოპენჰაგენი“ – „ტრაბზონსპორი“
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, დღეს, თურქეთის ჩემპიონ „ტრაბზონსპორს“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 23:00 ზე დაიწყება, რომლისთვის თვალის მიდევნებაც სეტანტასპორტს 2 ზე შეგიძლიათ.

„მაკაბი ჰაიფა“ – „ცრვენა ზვეზდა“


ირაკლი აზაროვის ტრანსფერის შემდეგ სერბული გუნდის მატჩები ძალზე საინტერესო გახდა. ეს შეხვედრა ხვალ 23:00 ზე დაიწყება და მასაც სეტანტაზე ნახავთ. აზაროვი განაცხადშია და ვნახოთ, შანსს თუ მიიღებს. წყვილში სერბები ფავორიტები არიან.

„ყარაბაღი“ – „პლზენი“

უქართველოდ არც აქ ვართ. ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონის ღირსებას იცავს, თუმცა იქ პირველი ნომერი მაჰამადალიევია და ქართველის თამაში სათუოა. ეს მატჩიც ხვალ გაიმართება, ოღონდ 20:45 ზე

ცენტრალური მატჩები:

ორი გამორჩეული წყვილი

„რეინჯერსი“ – „პსვ ეინდჰოვენი“ და „დინამო კიევი“ – „ბენფიკა“

დღეს, 23 საათზე, აიბროქსზე, შოტლანდიის მეორე გუნდი „რეინჯერსი“ ნიდერლანდების ვერცხლის პრიზიორ, „პსვ“-ს უმასპინძლებს. ტოპ მატჩი, ტოპ გუნდების შესრულებით. მწვრთნელები: სქოთების მხარეს ჯოვანი ვან ბრონკჰოსტი და ნიდერლანდელებიკენ კი რუუდ ვან ნისტელროი.

ხვალ გაიმართება „კიევის დინამოსა“ და „ბენფიკას“ მატჩი, რომლის ფავორიტიც, ცხადია, პორტუგალიური გრანდია, მაგრამ კიეველთა თავდადებამ გუნდი პლეი ოფამდე მოიყვანა და ვნახოთ…

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ვერცერთ კატეგორიას ვერ მივუსადაგეთ „ბოდო გლიმტისა“ და „დინამო ზაგრების“ შეხვედრაა. ნორვეგიელებმა გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს, ხოლო ხორვატები, რომ ტალანტთა მჭედლები არიან ეს კი ვიცით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0