in ,

ჩელსიმ იცოდა, რომ მოიგებდა: პორტოს სჯერა, რომ წაგება არ ეკუთვნოდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „ჩელსიმ“ საგარეო მატჩი მოუგო „პორტოს“ 2:0 და ძალზე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა განმეორებითი შეხვედრის წინ.

ბაიერნი უტევდა, მაგრამ მბაპე ვერ შეაჩერეს

ანგარიში მეისონ მაუნტმა გახსნა. 32-ე წუთზე ინგლისელმა ჟორჟინიოს პასი მიიღო, შევიდა საჯარიმოში და გატანაც დიდად არ გასჭირვებია. 85-ე წუთზე ანგარიში გააორმაგა ბენ ჩილუელმა, რომელმაც ბურთი კორონას მოპარა, გოლკიპერთან მარტო დარჩა, მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო.

22 წლის და 87 დღის მაუნტმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიტანა. ეს „ჩელსის“ რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა. კერძოდ, სევილიაში „სანჩეს პისხუანზე“.
განმეორებითი მატჩი 13 აპრილს გაიმართება. ესეც სევილიაში, ისევ „სანჩეს პისხუანზე“.

წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში „რეალისა“ და „ლივერპულის“ შორის უკეთესს შეხვდება.

პორტო – ჩელსი 0:2

გოლები: 0:1 მაუნტი (32), 0:2 ჩილუელი (85)

პორტო: მარჩეზინი – მანაფა (83. კონსეისაო), მბემბა, პეპე, სანუსი – კორონა, გრუიჩი, ურიბე, ოტავიო (83. ტონი მარტინესი) – მარეგა (83. ვიეირა), ლუის დიასი

ჩელსი: მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი – ჯეიმსი (80. ტიაგო სილვა), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (92. ემერსონი), ჩილუელი – მაუნტი (80. კანტე), ჰავერტცი (65. ჟირუ), ვერნერი (65. პულიშიჩი)

This image has an empty alt attribute; its file name is Capture455454.png

სერჟიო კონსეისაო („პორტოს“ მწვრთნელი“):
„შედეგი ძალიან უსამართლოა, მაგრამ ფეხბურთი – გოლებია. „ჩელსიმ“ გაიტანა, ჩვენ ვერა. გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, საიმედოდ ვთამაშობდით დაცვაში, სახიფათოდ ვუტევდით. რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ.
ჯერ მარტო პირველი მატჩი ვითამაშეთ და უკეთესსი იმედად ვიქნებით“.

ტომას ტუხელი („ჩელსის“ მწვრთნელი):
„მძიმე მატჩი გამოვიდა. საკმარისად იყო მომენტები, როდესაც არ გვილხინდა. გუდს კარგი განწყობა ჰქონდა და მივაღწიეთ მშვენიერ შედეგს.
დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდი სწორად რეაგირებდა „ვესტ ბრომვიჩთან“ წაგებაზე. ამაზე დიდად არც ვდარდობდი. ჩვენ მზად ვიყავით პასუხი მოედანზე გაგვეცა. მთავარი გამოცდაა – დაბრუნდე წაგების შემდეგ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სკანდალური მატჩები სამტრედიასა და ზესტაფონში – წყალტუბოელების ისტორიული გამარჯვება

ბაიერნი უტევდა, მაგრამ მბაპე ვერ შეაჩერეს