ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსზე იღებს მონაწილეობს და ტურნირი მძიმედ, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველი წრის შეხვედრაში ამერიკელი ჯენსონ ბრუკსი სამ სეტში 2:6; 6:0; 6:4 დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე სეტში ნიკა უბრალოდ შეუჩერებელი იყო. მეორე სეტში ბასილაშვილმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და 22 წუთში 6:0 მოიგო. მესამე სეტში კი, 4:4-ზე ქართველმა მეჩოგნემ ამერიკელი მეტოქე დააბრეიქა. შემდეგ კი, მატჩზე კარგად მოაწოდა და გამარჯვებაც მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე რეიტინგის მე-18 ნომერი ავსტრალიელი ალექს დი მინაური იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings