უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ფიცარნაგზე -61 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძალოსნები წარდგნენ. ამ წონაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი იცავდნენ.
ატაცში მიშველიძემ ორი მისვლა გამოიყენა 126/131 და პირველი მოძრაობა მეორე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. რამინ შამილიშვილს ატაცში სამივე მისვლა წარმატებული ჰქონდა 117/120/122 და პირველი მოძრაობა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
აკვრაში შოთა მიშველიძემ ორი მისვლა წარმატებით დაძლია 150/155 და მესამე ცდაზე 160 კილოგრამიანი შტანგის დაძლევა ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, მიშველიძემ დისციპლინა მეორე ადგილზე დაასრულა და ორჭიდის ჯამშიც 286 კილოგრამით ვერცხლის მედალს დასჯერდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings