in

შიშვლები… ისინი ნამდვილად იცნობენ ერთმანეთს გახდილად: შაკირას იქით უღალატია პიკესთვის

ესპანელი ჟურნალისტი ხავიერ დე ოიოსი, რომელიც შაკირასა და პიკეს დაშორების ისტორიაში გათვიცნობიერებულია, განაცხადა, რომ ქალს ესპანელ მომღერალ ალეხანდრო სანსთან მალულად რომანი ჰქონდა.

დე ოიოსმა შოკისმომგვრელი ისტორია არგენტინულ ტელეარხზე გაანდო და დაწვრილებით მოყვა თუ როგორ არის პიკესთან ურთიერთობის გაწყვეტასთან დაკავშირებული შაკირას სანსთან რომანი. ჟურნალისტმა ადრიან პალარესმა დე ოიოსს რომანზე კითხა და რეპორტიორმაც ასე უპასუხა:

„შაკირა უკვე დიდი ხანია საუბრობს სანსის სიმღერაზე La Tortura და საკუთარ… Waka Waka-ზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ერთმანეთი ზუსტად იციან შიშვლებმა“.

ეს ყველაფერი არ არის. დე ოიოსის თქმით, შაკირას საყვარელი მოუწოდებდა მიეტოვებინა ფეხბურთელი ქმარი და მასთან ერთად წასულიყო მაიამიში.

„ალეხანდრო სანსი მხარს უჭერს და ეხმარება შაკარას მაიამიში გადასვლაში. მას სურს შვილებთან ერთად დატოვოს ესპანეთი და მზად არის პიკეს საშუალება მისცეს შვილები ინახულოს როცა მოუნდება, ოღონდ ამერიკაში“.

პიკე და შაკირა 12-წლიანი თანაცხოვრობის შემდეგ გასულ თვეში დაშორდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპულის ბანდა: ფოტო რობერტსონის ქორწილიდან ვირუსული გახდა

ლეო ჩემი თარჯიმანია: ნეიმარი და მესი იაპონიაში კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ