ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელის თედიუს მაკფადენის “ბურგოსს” უმასპინძლა და უშანსოდ 89:60 გაანადგურა.
გიორგი შერმადინმა 20 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინმა 8–დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესო იყო.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/EyUJPNMWgAQb_Sw.jpg)
თედ მაკფადენმა კი 12 წუთში 2 ქულა და 1 პასი მოაგროვა.
ამ მატჩით გუნდებმა მეორე ჯგუფური ეტაპი დაასრულეს. პლეი-ოფში „ტენერიფემ“ 6-დან 5 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო „ბურგოსი“ 4 მოგებით მეორეზე გავიდა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings