საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ უნგრულ „სომბათჰეის“ ესტუმრა და 79:73 დაამარცხა.
გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის. მან ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა ორმაგი დუბლი – 19 ქულა, 13 მოხსნა 32 წუთში. გიომ 7-დან 7 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამიანი მიზანს ააცილა.
ჩვენიანმა 13-დან 6 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. გარდა ამისა, შერმადინის ანგარიშზე 2-2 ჩაჭრა-დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო: 29.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Screenshot-2022-01-26-100207.jpg)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings