კალათბურთის ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები დაიწყო. გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” თურქულ “ქარშიაქას” უმასპინძილა და 76:69 დაამარცხა.
“შერმინატორი” მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მატჩის MVP-ც გახდა. გიომ 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +21 იყო.
საპასუხო შეხვედრა თურქეთში 18 იანვარს გაიმართება. “ლენოვო ტენერიფემ” 6 ქულაზე მეტით არ უნდა წააგოს და მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings