ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია შესაძლოა სათამაშოდ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ წასულიყო, ახლა კი კიდევ ერთი გუნდის ვარიანტი გამოჩნდა – ათენის „პანათინაიკოსი“.
იტალიიდან აბარგების მიზეზი ის გახლავთ, რომ ბოლონიური კლუბი კონტრაქტის პირობის შესრულებას ვერ ახერხებს.
31 წლის ქართველ კალათბურთელს 2 მილიონ ევროიანი კონტრაქტი სურს, ბერძნული კლუბი კი, როგორც ჩანს, თანახმაა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში შენგელია სერია ა-ს ფინალში გავიდა, სადაც სერიაში ერთი წაგებით დამარცხდა „მილანთან“.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings