თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაზე მორიგი შეხვედრა ათენში “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ გამართა და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-11 გამარჯვება მოიპოვა – 98:74.
შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 20 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +16 იყო.
ცსკა-ს ევროლიგის მიმდინარე სეზონში 11 მოგება და 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings