კარგი და შედეგიანი მატჩი ჰქონდა იტალიაში თორნიკე შენგელიას. ქართველის “ვირტუსი” ლიგა 1-ის მორიგი ტურის შეხვედრაში “ტრენტოს” დაუპირისპირდა და 95:88 დაამარცხა.
შენგელიამ 28 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდს 44 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ბოლონიელები “პეზაროს” დაუპირისპირდებიან.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings