in

შეთანხება შედგა: შანსი საქართველოს და Tier 2-ის ქვეყნებს

ბრიტანული The times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო რაგბიმ 6 ერის და სანზაარის ქვეყნებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც 2026 წლიდან ერთა ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს (მან ტესტ-მატჩები უნდა ჩაანაცვლოს). ბრიტანული გამოცემა ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომ მხარეებმა აღნიშნულ პროექტზე თანხმობას მიაღწიეს.

ტურნირში 24 ქვეყანის ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ისინი ორ დივიზიონად იქნება დაყოფილი. თითოეულ დივიზიონში 6-6 მოწინავე გუნდი სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან. ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ბოლოს იქნება ფინალური მატჩი და აღზევება/გავარდნის პლეი-ოფი.

წყაროს ცნობით, ელიტურ დივიზიონში პირველი ტურნირი 2026 წელს ჩატარდება. ჩელენჯერ დივიზიონში კი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, პირველი ტურნირი, სავარაუდოდ, 2024 წლიდან გაიმართება. ტურნირი არ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატისა და ლომების ტურნეს დროს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0