„ჯენოადან“ ახალგაშვებული მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო დათანხმდა პოლონეთის ნაკრები ჩაიბაროს.
პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა და უკრაინელმა სპეციალისტმა კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმეს.
უკრაინელი წლიურად 2.5 მლნ ევროს მიიღებს. ნაწილს საფეხბურთო კავშირი გადაიხდის, ნაწილს – სპონსორები.
დარჩა „ჯენოასთან“ კონტრაქტის ნიუანსების შეთანხმება. შეგახსენებთ, შევჩენკო გენუურ კლუბში კონტრაქტით დარჩა, უბრალოდ საქმეს ჩამოაშორეს. უკრაინელი კლუბში ხელფასს მანამ აიღებს, სანამ ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შესაძლოა პოლონელებმა შევჩენკო ოფიციალურად 31 იანვარს წარადგინონ.
პოლონეთს 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი უმნიშნელოვანესი თამაში უწევს რუსეთთან.
GIPHY App Key not set. Please check settings