in ,

ყველაფერი ქალაქელებისთვის – XXI ტური

ინგლისში გუნდებს წყობა აერიათ: ვიღაცეებს მეტი მატჩი უწევთ, ზოგს გაუცდა და და ამიტომ ცხრილში რომ ჩაიხედოთ, ზოგ 21 თამაში აქვს ჩატარებული, ზოგიერთს კი 18 ან 19. ამის გამო რთულია საერთო სურათზე იმსჯელო, თუმცა ცხრილის ზემოთა ნაწილში მაინც გარკვეულია ვითარება და დღეის მდგომარეობა ერთი გუნდის სასარგებლოდ მეტყველებს: ეს „სიტია“.
მიუხედავად პანდემიისა და მიწყობილი თამაშებისა, “ქალაქელები“ მაინც გამუდმებთ იგებენ და ეს მით უფრო ნაყოფიერია მათვის, როდესაც ძირითადი კონკურენტები ქულებს კარგავენ. მაგალითად, „ჩელსიმ“ ბოლო 5 თამაშიდან 4 ფრედ დაასრულა, „ლივერპული“ კი 3 მატჩია ვერ იგებს (აქედან 2 ფრე). ამან კი ის მოიტანა, რომ ლიდერი „სიტი“ მთელი 10 ქულით უსწრებს „ჩელსის“ და 11 ქულით „ლივერპულს“, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
მომდევნი ტურში, 15 რიცხვში, „სიტი“ შინ „ჩელსის“ შეხვდება და ეს თამაშიც თუ მოიგო, მერე უკვე შეიძლება ინტრიგამაც მოიკლოს.

ამ ტურში კი „სიტის“ ძალიან გაუმართლდა ბოლო მატჩების მიჯრით მომგებ „არსენალთან“, რომელთანაც აგებდა კიდეც, ხოლო ფრის მომენტში „მეთოფეებს“ რომ უნდა გაეტანათ, ამის ნაცვლად მომენტიც გააფუჭეს და იქვე კაციც გაუგდეს. მიუხედავად ამისა, თამაში ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ მიმატებულ დროში როდრიმ გამარჯვების შეაგდო.

მთავარი შეხვედრა და ლამაზი მატჩიც გამოდგა ლონდონში, სადაც „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმიც ვიხილეთ. მერსისაიდელების 2:0 ლონდონელებმა პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთში ამოქაჩეს და სანახავადაც მშვენიერი ფეხბურთიიყო. აი მეორე ტაიმი ნაკლებად სასეირო გამოვიდა და გუნდებმაც ქულები გაიყვეს.

„ჩელსის“ 4 ფრე და 12 მოგება ავქ პრემიელრიგის ბოლო 6 მატჩში.

ტუხელი: „ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო 2-ბურთიანი სხვაობით“.

„ლივერპული“ ჩემპიონატში ზედიზედ 3 მატჩია ვერ იგებს.

სალაჰმა პრემიერლიგურ სეზონში მე-16 გოლი გაიტანა და ბომბარდირია. ჟოტას 10 გოლი აქვს.

სადიო მანემ ყვითელი მე-15 წამზე მიიღო. ეს ყველაზე სწრაფი გაფრთხილებაა მინიმუმ 2006/07 წლების სეზონის შემდეგ.

გვარდიოლა: „არსენალი“ უკეთ გამოიყურებოდა. ეს გამარჯვება ძალიან რთულად მოვიდა“.

პრემიერლიგა – XXI ტური

არსენალი – სიტი 1:2
უოტფორდი – ტოტენჰემი 0:1
კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 2:3
ლიდსი – ბარნლი 3:1
ევერტონი – ბრაიტონი 2:3
ბრენტფორდი – ასტონ ვილა 2:1
ჩელსი – ლივერპული 2:2

დღეს
მანჩესტერი – ვულვერჰემპტონი

დეკემბრის ბოლოს

მანჩესტერი – ბარნლი 3:1
ბრენტფორდი – სიტი 0:1
ჩელსი – ბრაიტონი 1:1
ლესტერი – ლივერპული 1:0
კრისტალ პალასი – ნორვიჩი 3:0
საუთჰემპტონი – ტოტენჰემი 1:1
უოტფორდი – ვესტ ჰემი 1:4

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძეს კორონა აქვს: ინდიანა ისევ აგებს

იანვრის TOP 10 ჩხუბში ჭიკაძისა და თოფურიას ბრძოლები მოხვდა