წლის, დეკადის და საუკუნის ტოპ ტრანსფერი! ლიონელ მესი “პსჟ”-ს ფეხბურთელია!
“ბარსელონადან” წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკვე “პსჟ”-ს ფეხბურთელია. ლეოსა და ფრანგულ გრანდს შორის საბოლოო შეთანხმებაზე ინფორმაცია ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ასევე RMC Sport-მა და იტალიელმა ჟურნალისტმა, ტრანსფერების ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელეს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/Capture-2-1.jpg)
“პსჟ” მესის ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
მხარეები კონტრაქტის დეტალებზე დღეს შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, მესი პარიზულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს (2023 წლის ზაფხულამდე) – ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ლეოს ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო (პლუს პრემიები) იქნება.
უფრო ვრცლად, ოდნავ მოგვიანებით.
GIPHY App Key not set. Please check settings