in

ქეცბაიას ნაკრებში დაუძახეს: კვიპროსელთა საუკეთესო შანსი

ფამაგუსტას „ანორთოსისიდან“ წამოსული თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად დაასახელეს.

„ქეცბაია არის ის, ვისაც აქვს საუკეთესო შანსი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს“ – დაწერა Goal.com.cy.

ამბობენ, რომ „ანორთოსიდან“ წამოსვლის შემდეგ კონტაქტი მალევე შედგა, ხოლო ქართველ მწვრთნელს მცირე ხნით დასვენება სჭირდება და საკითხსაც მერე განიხილავს.

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ თბილად დაემშვიდობა, კლუბმა მას მადლობა გადაუხადა, ახლა კი სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციამ:

მადლობა თემურ და გავაგრძელოთ მწვერვალზე დაბრუნების გზა: ქეცბაია და ანორთოსისი თბილად დაშორდნენ

„მადლობას ვუხდით თემურ ქეცბაიას ჩვენი გუნდის წინსვლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. თქვენ ისევ გაგვახარეთ და სიამაყე დაგვიბრუნეთ. მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს“, – წერია ვეტერანთა წერილში.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0