უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარმა ქართული ფინალი იხილა.
81-კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცს ტატო გრიგალაშვილმა აჯობა და საქართველოს მონაგარს ოქრო და ვერცლის მედლები შეემატა.
შესაბამისად, ტატო გრიგალაშვილი 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ხოლო ვლადიმერ ახალკაცი სამშობლოში ვერცხლის მედლით ბრუნდება. საინტერესოა, რომ მიმდინარე ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის წარმატებულია – 10 გამოსვლა ვიხილეთ და ერთდროულად 8 სპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ასაპარეზობა შეძლო, შესაბამისად, ეს ჩვენი დელეგაციისთვის ბოლო მედლები არ იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings