დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა დაანოკაუტა, UFC-ის განახლებულ რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა.
“ქართველი ნინძა” ბაბროსასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის Top 8-შია.
ედსონ ბარბოსას ძლევით გიგა ჭიკაძემ პროფესიონალურ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.
UFC-ში კი, “გიგაშოუ” 2019 წლიდან გამოდის და 7-ვე ბრძოლა მოიგო, მათ შორის ბოლო სამი ნოკაუტით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings