ქართველი მსაჯის მორიგი დიდი წარმატება და აღიარება. 6 ერზე მსაჯობის შემდეგ, ნიკა ამაშუკელი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ქვეყნის ჩემპიონატის, საფრანგეთის Top 14-ის შეხვედრას და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო სარაგბო ტურნირის ჩემპიონთა თასის შეხვედრას მოემსახურება.
ამაშუკელი 2 აპრილს Top 14-ში 22-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას “ბორდო”-“ლა როშელი” განსჯის. 10 აპრილს კი, ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალში “კლერმონისა” და “ლესტერ თაიგერსის” შეხვედრას მოემსახურება.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/277751483_403852954884541_2330282897022762782_n-1024x1024.jpg)
შეგახსენებთ, წელს ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი არბიტრი, რომელმაც პრესტიჟულ 6 ერზე ე.წ. tier 2-ის ქვეყნიდან იმსაჯა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings