in ,

ქართველები კონფერენს ლიგაზე: გოლი მარტო ბუდუსია

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ლეგიონერებმაც ითამაშეს.

ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ უმასპინძლა და 4:1 მოუგო. ბუდუ შეცვლაზე შეუშვეს 64-ე წუთზე, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო – 1:1. ათ წუთში ჩვენიანმა საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო 90-ე წუთზე თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სხვათა შორის, ზივზივაძეს „გაბალასთვის“ მანამდეც გაუტანია: 2016 წელს „სამტრედიას“ ფორმით ევროპის ლიგის მატჩში.

90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“, რომელიც ლიმასოლის „არისს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

გუჯა ლობჯანიძემ 90 წუთი ითამაშა „კიზილჟარაში“, რომელიც ხორვატულ „ოსიეკთან“ 1:2 დამარცხდა. ყაზახების განაცხადში გიორგი ივანიაძეც იყო.

ბელარუსულ „გომელში“ ითამაშა გიორგი გოგოლაშვილმა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. მიი გუნდი ბერძნულ „არისთან“ დამარცხდა – 1:5.

ვაკო გვილია ბოლო დროს „რაკუვის“ განაცხადშიც კი ვერ ხვდება და სამწუხაროდ ახლაც „ასტანასთან“ შეხვედრაშიც ასე იყო, პოლონეთის ვიცე-ჩემპიონმა კი 5:0 მოიგო.

ლატვიური „ვალმიერას“ ძირითად ში იყო ლუკა სილაგაძე, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
ბალტიისპირელები ჩრდილომაკედონიურ „შკენდიასთან“ შინ 1:2 დამარცხდნენ.

ლიეტუვას „სუდუვამ“ დანიურ „ვიბორგს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. 69-ე წუთზე შევიდა ლევან მაჭარაშვილი.

ქართველი მწვრთნელის, თამაზ პერტიას „ლიეპაიამ“ საკუთარ მოედანზე შვეიცარიულ „იანგ ბოიზს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: არნოს ცოდვილობა – ნეიმარმა თანაგუნდელზე იხალისა და ვიდეო გამოუქვეყნა

ვინ არიან წლის საუკეთესო სპორტსმენები: ESPN-მა ჯილდოები ჩამოარიგა