“არიაკეს” საჩოგბურთო კორტებზე ბრაზილიელი ლაურა პიგოსისა და ლუიზა სტეფანის დუეტმა სამ სეტში დაამარცხა რუსული წყვილი ვესნინა/კუდერმეტოვა) 4:6, 6:4, 11:9 და ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
პიგოსისა და სტეფანის დუეტი ოლიმპიადაზე ქალთა წყვილთა თანრიგს ბოლო მომენტში (16 ივლისს) დაემატა, გამოკლებული დუეტის ნაცვლად.
ბრინჯაოს პრიზიორებს დიდი ალბათობით, ტოკიოში გამოსვლა საერთოდ არ მოუწევდათ, რომ არა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შეცდომა (რაც საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა დაადასტურა) – საერთაშორისო ფედერაციას არ გაუგზავნეს ოქსანა კალაშნიკოვასა და მისი მეწყვილის განაცხადი. კომბინირებული რეიტინგით კალაშნიკოვასა და ეკატერინე გორგოძეს უკეთესი ქულა ჰქონდათ, ვიდრე ბრაზილიელებს და განაცხადის არსებობის შემთხვევაში, ტოკიოში ქართველები უნდა გამოსულიყვნენ.

GIPHY App Key not set. Please check settings