in ,

ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 0:11 განადგურდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა და უძლიერესი ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 0:11 განადგურდა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. ირლანდიელები მაია ბებიას ავტოგოლით დაწინაურდნენ და ამას მასპინძლებმა პირველ ტაიმში კიდევ სამი გოლი მიამატეს.

ტაიმის მეორე ნახევარში ირლანდიელებმა ჩვენს ნაკრებზე ზეწოლას უმატეს და კიდევ 7 გოლი გაგვიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგ შემადგენლობით ჩაატარა.

საქართველო: სუხაშვილი – კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, ხაბურძანია (46. ხაბურძანია) – პასიკაშვილი (41. ძაძუა), დანელია – ბებია, წოწერია (64. ჩხარტიშვილი), ჩემინავა (81. ჯანიკაშვილი) – ჭყონია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, შინ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 15 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გლოსთერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა: დაცვის გაგლეჯვის საოცარი უნარი აქვს

რუბინის ყოფილი მწვრთნელი: კვარაცხელია კარგი ინდივიდუალისტია, მაგრამ ზედმეტად ბევრს იღებდა საკუთარ თავზე და ეს გუნდს აზარალებდა