in

ფოტო: ფანებმა რონალდო აირჩიეს, რონალდომ სხვები გააჩუმა

„იუვენტუსის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს.

ფანებმა საუკეთესოდ კრიშტიანო რონალდო აღიარეს, რომელიც სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა 29 გატანილი გოლით.

ქომაგებმა ამასთან მაისის საუკეთესო მოთამაშეც გამოავლინეს და ის ნახევარმცველი ხუან კუადრადო გახდა, რომელმაც „ინტერთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თამაში მოატრიალა, დუბლი შეასრულა და თავისიანებს 3:2 მოაგებინა.

გარდა ამისა, რონალდომ ინსტაგრამზე „ბოლონიასთან“ ბოლო ტურში მოგების შემდეგ პოსტი დადო.
პორტუგალიელმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საჩვენებელი თითი ტუჩებთან აქვს მიტანილი. კრიშტიანომ მოზეიმე გასახდელიც აჩვენა.

თავად რონალდოს დაღლილობის გამო ამ მატჩში არ უთამაშია. „იუვენტუსმა“ კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გაინაღდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: უეფამ კონფერენს ლიგის თასი წარადგინა

გატუზოს კონსეისაო შეცვლის