in ,

ფოტო: ბათუმი არენაზე ჰიბრიდული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

ბათუმის “დინამო” მალე საშინაო თამაშებს საკუთარ ქალაქში, ახალ სტადიონზე ჩაატარებს. “ბათუმი არენას” გახსნა პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ 2020 წლის21 ნოემბერს ბათუმის “დინამოსა” და გორის “დილას” მატჩით გაიხსნა. სტადიონზე მეორე მატჩიც ჩატარდა და ამის შემდეგ იქ თამაში შეუძლებელი გახდა. მოედანმა ორ მატჩს ვერ გაუძლო და თამაშისთვის უვარგისი გახდა.

საქმე ისაა, რომ სტადიონი ნახევრად დახურული ტიპისაა და მოედნის დიდ ნაწილს მზე არ ხვდება.

სწორედ ამიტომ, სამშენებლო კომპანია “ანაგი” მსოფლიო სპორტული მინდვრების მომწყობ ლიდერ კომპანია “SIS Pitches“-თან “ბათუმი არენაზე” ჰიბრიდული მინდორის და ე.წ. ხელოვნური მზის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ კომპანიას სპორტული მინდვრები ისეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებებისთვის აქვს მომზადებული, როგორიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპა ლიგის ფინალი და 2019 წლის აფრიკის თასია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფული მარტო ფედერაციებში არ უნდა მიდიოდეს: თეა წულუკიანი მასობრივი სპორტის მომხრეა

Exclusive: ზაფხულში ბელგიას ვეთამაშებით