in

ფოდენი ყველაზე ძვირადღირებულია ტოპ ლიგებში: 100 მილიონზე მეტი 20 ფეხბურთელი ღირს

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ევროპის ტოპ 5 ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია წარადგინა. ცენტრი საკუთარ ალგორითმზე დაყრდნობით ადგენს რეიტინგებს.

პირველ ხუთეულში „მანჩესტერის“ 3 ფეხბურთელი შევიდა, ათეულში კი პრემიერლიგის 5 მოთამაშე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ მესი და რონალდო ყველაზე ძვირადღირებულ ტოპ 100 ფეხბურთელშიც კი ვერ მოხვდნენ.

100 მლნ ევროზე მეტად 20 ფეხბურთელია შეფასებული:

  1. ფილიპ ფოდენი (190,2 მლნ ევრო, «სიტი»).
  2. მეისონ გრინვუდი (178 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
  3. მარკუს რეშფორდი (159,1 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
  4. ერლინგ ჰაალანდი (155,5 მლნ ევრო, «დორტმუნდი»).
  5. ბრუნო ფერნანდეში (154,3 მლნ ევრო, «მანჩესტერი»).
  6. ფრენკი დე იონგი (138,7 მლნ ევრო, «ბარსელონა»).
  7. პედრი (133,2 მლნ ევრო, «ბარსელონა»).
  8. ალფონსო დევისი (131,6 მლნ ევრო, «ბაიერნი»).
  9. ჟოაო ფელიქსი (127,8 მლნ ევრო, «ატლეტიკო»).
  10. მეისონ მაუნტი(123,6 მლნ ევრო, «ჩელსი»).
  11. ჯეიდონ სანჩო (120,8 მლნ ევრო, «დორტმუნდი»).
  12. კილიან მბაპე (118,3 მლნ ევრო, «პსჟ»).
  13. ფერან ტორესი (118 მლნ ევრო, «სიტი»).
  14. კაი ჰავერცი (116,5 მლნ ევრო, «ჩელსი»).
  15. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (115 მლნ ევრო, «ლივერპული»).
  16. რუბენ დიაში (114,4 მლნ ევრო, «სიტი»).
  17. ტიმო ვერნერი (108,9 მლნ ევრო, «ჩელსი»).
  18. ვინისიუსი (104,4 მლნ ევრო, «რეალი»).
  19. ბერნარდო სილვა (104,2 მლნ ევრო, «სიტი»).
  20. ბუკაიო საკა (104 მლნ ევრო, «არსენალი»).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

64 წლის მომღერალს დებიუტი ჰქონდა კლუბში, სადაც მაიკონი თამაშობს

რეალი რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის ემზადება