in

ფლორენტინოს მწველი ოცნება: სუპერბოული განახლებულ არენაზე

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს სურს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სუპერბოული ჩაატაროს.

Marca წერს, რომ NFL-ის ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური თამაშის განახლებულ სტადიონზე გამართვა ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი ყველაზე მწველი სურვილია.

მადრიდში ღონისძიების გადატანა რთულად ჩანს, მაგრამ სამომავლოდ „სანტიაგო ბერნაბეუ“ შეძლებს ამ მასშტაბის ღონისძიების მიღებას. ამასთან, NFL-იც დაინტერესებულია ევროპული ბაზრით.

პერესის იდეა იმაშიცაა, რომ NBA-ის მატჩებიც ჩაატაროს „ბერნაბეუს“ კომპლექსში, რომლის მშენებლობა, როგორც ელიან, მომავალ წელს დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილსა და აზაროვს იტალიური ვარიანტები აქვთ: ტრანსფერებზე ჯუღელი მუშაობს

კუნდემ ბარსა არჩია, ინგლისური კლუბები აქტიურობენ – სატრანსფერო ამბები