in

ფეხბურთში რეალი, ისე ამერიკული ფეხბურთი: Forbes-მა ძვირიანი გუნდები დაასახელა

„რეალი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირი საფეხბურთო კლუბია.

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდების რეიტინგი შეადგინა. საფეხბურთო გუნდებს შორის პირველი ადგილი „რეალმა“ დაიკავა, რომელიც 5.1 მილიარდ დოლარად შეაფასეს. საერთო რეიტინგში „რეალმა“ მე-13 ადგილი დაიკავა.

ფეხბურთის გუნდებს შორის მეორე ადგილზე გავიდა „ბარსელონა“ (5 მლრდ, მე-15 საერთო ადგილი). მესამეზე აღმოჩნდა „მანჩესტერი“ (4.6 მლრდ, მე-19 ადგილი).

რეიტინგში ასევე მოხვდნენ „ლივერპული“ (4.45 მლრდ, 22-ე ადგილი), „ბაიერნი“ (4.28 მლრდ, 23-ე), „სიტი“ (4.25 მლრდ, 24-ე), პსჟ (3.2 მლრდ, 48-ე) და „ჩელსი“ (3.1 მლრდ, 50-ე).

Forbes-ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდია ამერიკული ფეხბურთის გუნდი „დალასი“ – 8 მლრდ დოლარი. მე-2 და მე-3 ადგილები ასევე ამერიკული ფეხბურთის გუნდებმა დაიკავეს – „ნიუ ინგლენდ პეტრიოსმა“ (6.4 მლრდ) და „ლოს ანჯელეს რემსმა“ (6.2 მლრდ).

მე-4 ადგილი ბეისბოლის „იანკისმა“ (6 მლრდ), ხოლო მე-8 – საკალათბურთო „გოლდენ სტეიტმა“ დაიკავეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუშინ ბუენოს აირესში ცა ორად გაიყო: ბოკა Vs რივერ პლეიტი

ქართული ლეგიონის მოკრძალებული უიქ-ენდი