in ,

უნდა დავტკბეთ: მალე ჩვენც მოვიგებთ – ახლა რეალის ჯერია – X ტური

ესპანეთში კლასიკო იყო და შესაბამისად სხვა ყველაფერი დაიჩრდილა. მართალია, კლასიკო უკვე ჩატარდა მესისა და რონალდოს გარეშე, მაგრამ მაშინ ლეო ჯერ კიდევ “ბარსელი” იყო, შესაბამისად, ეს გახლდათ პირველი კლასიკო, როდესაც აღარც კრიშტიანო და აღარც მესი არ იყვნენ გრანდების წევრები. დღევანდელი “ბარსელონა” არ არის ის გუნდი, რომელიც ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს, შენდება ახალი გუნდი და შედეგებიც მოგვიანებით მოვა. “რეალი” კი ამჟამად უკეთესია და ეს ამ თამაშმაც დაამტკიცა. მართალია მომენტები კატალონიელებსაც ჰქონდათ და არც ფრე იქნებოდა უსამართლო შედეგი, თუმცა ამ ეტაპზე “სამეფო კლუბის” ჯერი უფროა.
„რეალი“ ცხრილში ბარსას“ 5 ქულით უსწრებს, სადაც პირველზე ჯერ ისევ “სოსიედადია” (21 ქულა), რომელიც მადრიდში “ატლეტიკოს” 2:0-ს კი უგებდა, მაგრამ ლუის სუარესის დუბლით “ათლეტებმა” ქულა იხსნეს.
მამარდაშვილის “ვალენსია” კი წაგებას მსაჯის მიერ წამატებულ დროში გადაურჩა. ვალენსიელებმა კაცნაკლულ მეტოქესთან 90 წუთს მერე გაათანაბრეს – 90+3 და 90+8 წუთებზე. “ვალენსია” 5 თამაშია მოუგებელია.

“ბარსელონას” 2018 წლის შემდეგ არ მოუგია კლასიკო საკუთარ სტადიონზე, მაშინ “ბარსამ” 5:1 დაამარცხა მტერი.

„ბარსელონამ“ ზედიზედ მე-4 კლასიკო წააგო, ისე კი 5 მატჩია „რეალისთვის“ არ მოუგია.

„რეალმა“ ზედიზედ მეორედ მოუგო „ბარსაელონას“ „კამპ ნოუზე“.

რონალდ კუმანმა ყველა, სამივე მატჩი წააგო „რეალთან“ „ბარსელონას“ მწვრთნელად ყოფნისას.

დვიდ ალაბა “რეალის” მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც პირველსავე კლასიკოში გაიტანა. მანამდე იყვნენ რონალდო, ვან ნისტერლოი, რაფაელ ვარანი და ხესე.

ეს ალაბას პირველი გოლია „რეალის“ რიგებში.

17 წლის გავი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა, ვინც კლასიკოში ძირითად შემადგენლობაში გავიდა.

სერხიო აგუერო გახდა ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტი კლასიკოების ისტორიაში, ვინც 21-ე საუკუნეში გოლი გაიტანა – 33 წლის და 144 დღის.

რონალდ კუმანი მეორე მწვრთნელია, რომელიც პირველ სამ კლასიკოში დამარცხდა.

რონალდ კუმანი: “ბარსა” ცდილობდა ეჩვენებინა, რომ არ ჩამოუვარდება “რეალს”. ჩვენ ვიზრდებით და მალე შევძლებთ დიდი მატჩების მოგებას”.

კარლო ანჩელოტი: “მიხარია კლასიკოს მოგება – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. “რეალს” ბევრი თვისება და ოსტატობა აქვს – ამით უნდა დავტკბეთ”.

ლა ლიგა – X ტური

ოსასუნა – გრანადა 1:1
ვალენსია – მალიორკა 2:2
კადისი – ალავესი 0:2
ელჩე – ესპანიოლი 2:2
ბილბაო – ვილიარეალი 2:1
სევილია – ლევანტე 5:3
ბარსელონა – რეალი 1:2
ბეტისი – რაიო ვალეკანო 3:2
ატლეტიკო – სოსიედადი 2:2

25 ოქტომბერი
ხეტაფე – სელტა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონია

ლაზიშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა:პირველი მარცხი კარიერაში