გუშინ, 20 წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერია დასრულდა და გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა, რომელმაც უელსს 47:27 სძლია.
ბორჯღალოსნები კი მე-5 ადგილისათვის ბრძოლაში ფრანგებს დაუპირისპირდნენ და 17:44 დამარცხდნენ. წაგება სპორტში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა მარცხსაც ხომ გააჩნია?
დავიწყოთ იმით, რომ ქართველები მე-10 წუთისათვის 10:0-ს იგებდნენ. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ ფრანგებმა კლანჭები გამოაჩინეს და ტაიმი 17:10 მოიგეს.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/292176980_469624494974053_303137181087409284_n-1024x1024.jpg)
ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ მთელი მეორე ტაიმის მანძილზე ფრანგები 14 მოთამაშით იყვნენ დარჩენილი, რადგან მსაჯმა ერთ-ერთი მოთამაშე უხეში ბოჭვისათვის გააწითლა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ამის შემდეგ, დაახლოებით მე-60 წუთიდან მოყოლებული ფრანგებს კიდევ ორი მოთამაშე გაუსინბინეს და ბორჯღალოსნები 3-ით მეტი დარჩნენ მოედანზე, მაგრამ ამ პერიოდში ფრანგებმა 2 ლელოს დადება მოახერხეს.
ამ ყველაფრის მიზეზი კი მარტივია. მეტოქის 5 მეტრიან ზონაში შესვლა და მამა-პაპური აიღე და მიეძალე, თანამედროვე რაგბში აღარ ჭრის. წარმოიდგინეთ, 3 მოთამაშით მეტობის მიუხედავად ვერცერთ შეტევაში მოხერხდა, რომ ქართველებს ეს გამოეყენებინათ და პირიქით, ფრანგები ისე იცავდნენ თავს, რომ მუდმივად 2 – 3 ზე ან 1 – 2 ზე რჩებოდნენ.
თუკი არ დაიწყება ხაზში თამაშის სწავლა და ნელ-ნელა დაჯახებიდან არიდებაზე გადასვლა, სტაგნაცია და რეგრესი გარდაუვალია.
ბორჯღალოსნებმა ტურნირზე ერთი მატჩი მოიგეს, როცა ჯგუფში შოტლანდიას 55:17 სძლიეს.
GIPHY App Key not set. Please check settings