უკრაინის სპორტის მინისტრმა ვადინ გუტცაიტმა აცნობა, რომ უკრაინის ჩემპიონატის ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება.
„უკრაინის ჩემპიონატი სტარტს აიღებს 23 აგვისტოს – სახელმწიფო დროშის დღეს.
შევთანხმდით უკრაინის საფეხბურთო ასოციაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან, შსს-სთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ პოლიციასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან შეჯიბრების ორგანიზებისა და ჩატარებასთან დაკავშირებით.
ვათანხმებთ დეტალებს, შემიძლია ზუსტად გითხრათ: მატჩები ჩატარდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე, ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციების თანხმობითა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
ფეხბურთის, ისევე როგორც სხვა ეროვნული ჩემპიონატების, აღდგენა უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – დაწერა გუტცაიტმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გასული სეზონი უკრაინაში ნაადრევად დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings