in ,

უზბეკეთთან პირველი მატჩი ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ და ფრეს დავჯერდით

2021 წლის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს და უზბეკეთთან გამარჯვებით წლის ზედიზედ სამი მოგებით დამთავრებას შეეცდება.

ვილი სანიოლი: ჩაკვეტაძე ვარჯიშზე 25%-ით იხარჯებოდა და თამაში არ დაიმსახურა

ნიკა კვეკვეკვესკირი: თამასა მაღლა ავწიეთ და ჩამოშვებას არ ვაპირებთ

საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში ერთადერთხელ არიან შეხვედრილი.

2017 წლის 23 იანვარს გუნდები ამხანაგურად დუბაიში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. იმ შეკრებაზე საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ ეროვნული ლიგის ფეხბურთელები გამოიძახა და შეხვედრა მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარა. შეხვეედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

ჩვენმა გუნდმა აღნიშნული მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა.

საქართველო: კვასხვაძე, ხოჭოლავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, უ. ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე, შონია, ტუღუში, ზივზივაძე, არაბული

შეცვლაზე შევიდნენ: პარუნაშვილი, დვალიშვილი, ხარაიშვილი, მამასახლისი, პაპუნაშვილი, ტაბიძე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა კვეკვეკვესკირი: თამასა მაღლა ავწიეთ და ჩამოშვებას არ ვაპირებთ

ესპანური მედია: კვარაცხელიათი ვილიარეალი ინტერესდება