in

ტრაგიკული შემთხვევა: საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დამფუძნებელი ილია კოკაია გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი და ბიზნესმენი – ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე მოხდა. კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც იგი დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.

ილია კოკაიამ 2004 წელს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დააფუძნა. 2010-2011 წლებში და 2011-12 წლების სეზონებში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ზესტაფონელებმა ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგეს.

Sport4me.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ და უსამძიმრებს ილია კოკაიას ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0