in ,

ბარსამ საქმე სამიუნხენოდ გადადო: მანჩესტერი გაძვრა – V ტური

ჩემპიონთა ლიგის 4 ჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა და რაღაცეები კი გაარკვია, მაგრამ კითხვის ნიშნები და გასარკვევიც საკმაოდ დატოვა ბოლო ტურისთვის.

„მანჩესტერმა“ მატჩის მიწურულს გაიტანა გოლები და რადგან „ატალანტამ“ ვერ მოიგო, „იუნაიტედი“ ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა, თანაც პირველი ადგილით. ამ ჯგუფში ბოლო ტურში ფინალია – 6-ქულიანი „ატალანტა“ 7-ქულიან „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

ფინალივით მატჩი შედგა ბარსელონაში, სადაც „ბარსამ“ „ბენფიკა“ მიიღო და ფრეს დასჯერდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს უეჭველი აქვთ მოსაგები ბოლო თამაში მიუნხენში „ბაიერნთან“ (თუ ბუნებრივია „ბენფიკამ“ შინ ვერ მოუგო კიევის „დინამოს“). გერმანელებმა კი ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს და პირველი ადგილიც გაინაღდეს.

ყველაზე ჩახლართული G ჯგუფია. ახლა უცებ პირველი „ლილი“ გახდა, „სევილიამ“ პირველად მოიგო და მშვენიერი შანსი დაიტოვა გასასვლელად. მოკლედ, ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს, სადაც ბოლო ადგილოსანი „ვოლფსბურგი“ (5 ქულა) პირველადგილოსან “ლილს“ (8 ქულა) უმასპინძლებს და შესაძლოა გადაასწროს კიდეც.

„ჩელსი“ კი ისე მოიქოქა, მაგის გამჩერებელი ახლა არავინ მოჩანს.

E ჯგუფი

ბარსელონა – ბენფიკა 0:0

დინამო (კ) – ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (14), 0:2 კომანი (42), 1:2 გარმაში (70)

ლევანდოვსკიმ ლიგის ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა. მარტო მან მოახერხა ეს ორჯერ.

ლევანდოვსკის ლიგის 5 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

ნოიერმა ლიგაზე 124-ე მატჩი ითამაშა. მეკარეებს შორის მასზე წინ მარტო კასილიასია – 177 მატჩი.

კიევის “დინამომ” პირველი გოლი გაიტანა მიმდინარე ლიგაზე.

ჩავი: „ჩვენ “ბარსელონა” ვართ და უნდა გავიმარჯვოთ. მოედანზე ასეთივე განწყობით გასვლა გვმართებს. მიუხედავად ფრისა, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ”.

ნაგელსმანი: “ეს დამსახურებული მოგება იყო, ვითარების გათვალისწინებით”.

G ჯგუფი

სევილია – ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ჟორდანი (12), 2:0 რაფა მირი (90+7)

ლილი – ზალცბურგი 1:0
გოლი: დავიდი (31)

F ჯგუფი

ვილიარეალი – მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (78), 0:2 სანჩო (90)

იანგ ბოიზი – ატალანტა 3:3
გოლები: 0:1 საპატა (10), 1:1 სებატშო (39), 1:2 პალომინო (51), 2:2 სიერო (80), 3:2 ჰეფტი (84), 3:3 მურიელი (87)

“მანჩესტერი” ლიგის პლეი-ოფში მე-4-ედ ითამაშებს 9 სეზონში ფერგიუსონის წასვლის შემდეგ.

მარტო რონალდომ გაიტანა 3 გამარჯვების გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ბოლო 15 წუთში.

რონალდომ 799 გოლი გაიტანა კარიერაში.

რონალდო ზედიზედ მე-17 სეზონია კლუბში 10+ გოლს იტანს.

რონალდომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩში გაიტანა: 6 გოლი 5 შეხვედრაში.

რონალდომ ჯარიმიდან ძელს მოარტყა. ის ჩემპიონთა ლიგაზე 5 წელიწადზე მეტია ჯარიმას ვერ იტანს.

სანჩომ “მანჩესტერის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა – მე-15 მატჩში.

ქერიკი “მანჩესტერის” პირველი ინგლისელი მწვრთნელია 1931 წლის შემდეგ, რომელმაც კლუბის თავკაცად სადებიუტო მატჩი მოიგო.

This image has an empty alt attribute; its file name is 8fe151c08d.jpg

H ჯგუფი

ჩელსი – იუვენტუსი 4:0
გოლები: 1:0 ჩალობა (25), 2:0 ჯეიმსი (55), 3:0 ჰადსონ-ოდოი (58), 4:0 ვერნერი (90+5)

მალმიო – ზენიტი 1:1
გოლები: 1:0 რიკსი (28), 1:1 რაკიცკი (90+2, პენ)
გაძევება: ჩისტიაკოვი (86))
გამოუყენებელი პენალტი: ძიუბა (53)

0:4 – ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა “იუვენტუსისთვის” ჩემპიონთა ლიგა/თასზე 63 წლის განმავლობაში.

“მალმიომ” პირველად გაიტანა ამ ჩემპიონთა ლიგაზე.

“მალმიოს” მწვრთნელი ტომასონი “ზენიტის” ორ პენალტზე: “ახალი წელი და შობა რუსეთში ძალიან ადრე მოვიდა”.

ტუხელი: “ფანტასტიური საღამოა. ახლა უბრალოდ ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ”.

ალეგრი: “იუვენტუსი” უფრო ძლიერი გახდება, ასეთი წაგებების შემდეგაც კი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრაგიკული შემთხვევა: საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის დამფუძნებელი ილია კოკაია გარდაიცვალა

ევროპარლამენტი სუპერლიგისა და 2-წლიანი მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგია