in ,

ტრაბზონსპორს აზაროვი სურს:ბათუმის დინამო 19 წლის ტალანტს მილიონ ევროზე ნაკლებად არ თმობს

თურქული მედიის ცნობით ”ტრაბზონსა” და ბათუმის ”დინამოს” შორის ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ”ტრაბზონი’ ‘მზადაა 19 წლის მცველის სანაცვლოდ 450 000 ევრო გადაიხადოს. ამასთან ერთად, აზაროვის შემდეგი ტრანსფერიდან აჭარული კლუბი 30 პროცენტს მიიღებს, თუმცა ამ წინადადებაზე ბათუმის ”დინამო” უარზეა, ქართული კლუბის მმართველები იმედოვნებენ, რომ ”ტრაბზონი” სატრანსფერო თანხას 1 მილიონ ევრომდე გაზრდის.

აღნიშნული ინფორმაცია თურქმა ჟურნალისტმა იუნუს ემრე სელმა გაავრცელა.

ბათუმის ”დინამოს” ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ”დინამო” მილიონი ევროს სანაცვლოდ 19 წლის ტალანტს დაემშვიდობოს.

19 წლის აზაროვი, რომელიც თბილისის ”დინამოს” აღზრდილია, გასულ ზამთარში ბათუმის ”დინამოს” შეუერთდა, რის შემდეგაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, კონფერენს ლიგაზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და აქედან გამომდინარე მის მიმართ გაჩენილი დიდი ინტერესი ლოგიკურია.

ირაკლი აზაროვს ბათუმის ”დინამოსთან” კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაკო კორეაში ტურის საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკემ კოსოვოსთან, შვედეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა