ძველი ფორმისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, მაგრამ დღეს ტოჩინოშინმა ისეთი ბრწყინვალე ილეთი შემოგვთავაზა, წამიერად ყველას ტოჩინოშინის ოძეკობის პერიოდი გაგვახსენდა.
აკი ბაშოს მეცამეტე დღეს მე-12 მაეგაშირად განთესილი ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და ულამაზესი უვატენაგეთი დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 7:6-ზე გაუხდა და დადებითი ბალანსისთვის კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება.
ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მე-2 მაეგაშირად განთესილი კირიბაიამა იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings