ნაცუ ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მე-12 მაეგაშირად განთესილი მიოგირიუ იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა სუმოისტმა სამი დღი ადრე გაიფორმა კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) და შემდეგი ბაშოსთვის რეიტინგში დაწინაურება გარანტირებული აქვს.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 8:4-ზე აქვს.
ხვალ, ქართველის მეტოქე მე-2 მაეგაშირად განთესილი კირიბაიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 8:3-ზე აქვს და ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტიცაა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings