in

ტოჩინოშინის ზედიზედ მესამე გამარჯვება: ჩიოშომა დამარცხებულია

ნაცუ ბაშოს მეექვსე დღეს ქართველმა ექსოძეკმა ტოჩინოშინმა მიმდინარე ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი ჩიოშომას დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით დაამარცხა. ეს ტოჩინოშინისთვის მიმდინარე ბაშოზე მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. მას ასევე სამი მარცხი აქვს.

ხავლ, ქართველი გოლიათის მეტოქე, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მეცხრე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს , კოტოეკო იქნება.

გეტყვით იმასაც, მიმდინარე ნაცუ ბაშო ტოჩინოშინის კარიერაში 97-ეა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0