ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მეათე დღეს მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ექსოძეკი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-12 მაეგაშირად არის განთესილი, დღეს მერვე მაეგაშირა ტობიძარუს დაუპირისპირდა იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.
ამრიგად, ქართველმა რკიშმა მიმდინარე ბაშოზე ზედიზედ მეორე, ისე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველს 10 დღის შემდეგ, ბაშოზე ბალანსი 4:6-ზე აქვს. კაჩი-კოშიც (დადებითი ბალანსი) დაფიქსირებისთვის ქართველს დარჩენილი 5 ბრძოლიდან 4-ის მოგება მართებს.
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირად განთესილი ტოკუშორიუ იქნება.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings