in ,

ტორინო, სასუოლო, უდინეზე: სად წავა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და ყაზაბის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით იტალიური გუნდები ინტერესდებიან. რუსული “სპორტ ექსპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტალანტის დამატება “ტორინოს”, “უდინეზეს” და “სასუოლოს” სურთ.

მზადაა თუ არა რუბინი ხვიჩას გასაყიდად: როდის და რამდენად

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ყაზანელთა გუნდის ლიდერია. გასულ ტურში მოსკოვის “სპარტაკთან” მოგებულ შეხვედრაში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე “რუბინის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლი და 7 ასისტია.

ხვიჩა: არ ვაქცევ ყურადღებას, როდესაც მირტყამენ – ქართველმა სპარტაკის დამარცხებით დაიწყო

რუბინის დირექტორი: ხვიჩა Top ლიგებისთვის ჯერ ადრეა

კვარაცხელია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში იგი თბილისის “დინამოს”, “რუსთავის”, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში თამაშობდა.

ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გატანილი ბურთია.

https://www.youtube.com/watch?v=IqzZlXiIZ04

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯორჯინა როდრიგესმა გაიხსენა, თუ რით დაიპყრო რონალდომ მისი გული

ფოტოშედევრი: თებერვლის მთელი სილამაზე – მესის ჯარიმა, ფლამენგოს გაცილება, ოქროსფერი პეპელა…