in

სპალეტიმ შეიძლება კვარაცხელიაში მანსინის თვისებები დაინახა

ქართველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება. ამჯერად, “კვარას” სტატია areanapoli.it-მა მიუძღვნა და ნეაპოლურ გუნდში ხვიჩას როლზე ისაუბრა.

“ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი შენაძენი დაადასტურა და ის ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა ფეხბურთელმა “ტორონტოში” გადასული ლორენცო ინსინიეს პოზიცია უნდა დაიკავოს. იტალიაში გადმოსვლამდე კი, კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში გოლების გატანით ტკბება. ის, სწორედ ისეთი ფეხბურთელია, როგორიც მოგვწონს.

ხვიჩა ბრაზილიელ ამანტინო მანსინის გავს და ვინ იცის იქნებ სწორედ ამ ბრაზილიელის თვისებები დაინახა სპალეტიმ ქართველ ტალანტში.”-წერს იტალიური გამოცემა

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0