in ,

სომხეთთან გადამწყვეტი თამაშები გველის: ზვიად კუპატაძე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციების გამო, შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართება და მას მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრები მომავალი მატჩისთვის 17-კაციანი შემადგენლობით ემზადება.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).

აღნიშნული მატჩის წინ, Sport4me.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

“სომხეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია და მათ წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გველის. ბოლო პერიოდში სომხები ძალიან გაძლიერედნენ. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე სამი ფეხბურთელი დაიმატეს, რომლებსაც სომხური გვარი აქვთ. ასევე, ორი რუსი ფეხბურთელი, რომლებიც რუსეთის სუპერლიგაში მაღალ დონეზე თამაშობენ. ჰყავთ კვალიფიციური ბრაზილიელებიც.

ჩვენთვის ეს გადამწყვეტი თამაშია. თუ გვსურს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, სომხეთს ორივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ამისთვის არავინ თავს არ დავზოგავთ”, – ამბობს ზვიად კუპატაძე.

საქართველო-სომხეთის მატჩი 18:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. განმეორებითი მატჩი 10 მარტს ერევანშია.

საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში რუსეთის, საფრანგეთის და სომხეთის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. ჩვენმა გუნდმა საფრანგეთთან ფრე (4:4) ითამაშა, რუსეთთან 0:4 წააგო და ჯგუფში ერთი ქულით მესამე ადგილზეა. სომხებმა კი, სენსაციურად საფრანგეთთან ფრე ითამაშეს და ასევე ერთი ქულა აქვთ. ორი ქულა აქვს საფრანგეთს, ჯგუფს 2–დან 2 მოგებით რუსეთი ლიდერობს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არაფერსაც არ აგიხსნით: მსაჯები VAR-ის გადაწყვეტილებას გულშემატკივრებს არ ეტყვიან

მამუკელაშვილის გამო ნიუ-ჯერსში გამონაკლისი დაუშვეს: სეტონ ჰოლი სანდროს დაემშვიდობა