„სიტი“ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება.
ინგლისის ჩემპიონი ახალი ვინგერის ძიებაშია, ამტკიცებს Daily Mail.
წყაროს ცნობით, „ქალაქელების“ შემჭიდროებულ სიაშია „ნაპოლის“ ქართველი შემტევიც. აღნიშნულია, რომ „სიტის“ სკაუტები კვარაცხელიას მთელი გასული სეზონი ადევნებდნენ თვალ-ყურს.
ასევე განიხილავენ „ვულვერჰემპტონის“ პედრუ ნეტუს და „ჟირონაში“ იჯარით მყოფ სავიოს გაფორმებას.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 26 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. პორტალი Transfermarkt ჩვენიანს 80 მლნ ევროდ აფასებს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings