შვეიცარიის „ბაზელის“ შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა გაბრიელ სიგუა. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
18 წლის ნახევარმცველს სამი თვე მოუწია უფეხბურთოდ ყოფნა. ბოლოს 6 დეკემბერს ითამაშა.
„ბაზელმა“ 25-ე ტურში სტუმრად 2:0 მოუგო „ივერდონს“. ანგარიში სიგუამ გახსნა 37-ე წუთზე. ის მეტოქის საჯარიმოში, ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა და აუღელვებლად მიუჩინა ბურთს კარში ადგილი.
ეს მისი მე-3 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
სიგუა 61-ე წუთზე შეცვალეს, მან ყვითელი ბარათიც მიიღო. შეფასება კი 7.3-ია.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/02/2024_02_24_YSFCB_19h_03m_56s_0004_LC-1024x683.jpg)
ივერდონი – ბაზელი 0:2
გოლები: 0:1 სიგუა (37), 0:2 ბარი (83)
გაძევება: დელ ფაბრო (79, ივერდონი)
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
„ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა. 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალი უწევს შინ „ლუგანოსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings